ოქროსფერი ქვიშა მზის ცხელ გულზე ბრწყინავს
და გვიამბობს სიო უდაბნოს გზის სიზმარს.
ქარავანი დინჯად მიუყვება გზას.
ოცნებებით აღვსილი და სევდიანი ცა...
საოცარი მირაჟი დაგიბრმავებს თვალს,
ცხელი სილის ოხშივარი ალმულისებრ გწვავს.
თავზე შალი ქაშმირის, ტანზე გრძელი ფარჩა.
არ ილევა მანძილი, ოაზისიც არ ჩანს.
სვე-ბედისა მძებნელი იდუმალი აჩრდილი,
ბედუინთა ამალა, ლოცვა გულით განცდილი.
საჰარაზე სიმღერა, სამკაულთა ჟღარუნი,
ცეცხლოვანი ცეკვა, ტამტამებზე დაკრული.
თავზე შალი ქაშმირის...ჰორიზონტი მწველი...
ღრუბელთ ჯარი სანატრელი, ოცნებები ძველი...
მოვიარე ფიქრებით, სადაც გულმა იარა,
ავიხდინოთ სიზმრები - ქვიშის ზღვებში "იალა!"
©სოფო ჯაფარიძე