ვაშლის ხე!!
მამაჩემმა სახლთან ბაღში დარგო ნერგი ვაშლის ხე
დილით ადრე ბაღთან სახლში, დავიბადე თურმე მე,
ორნი ერთად ვიზრდებოდით, სახლში მე და ბაღში ხე,
ერთმანეთთან ვმეგობრობდით, ერთად ვიყავთ მე და ხე,
ხე მცხუნავ მზეს მიჩრდილავდა,წყალს ვასხამდი მიწას მე,
გაზაფხულმა ნექტრით დაგვყნო, მწვანეთ მე და ვნებით მე,
აყვავილდა დამშვენდა ხე,დავვაჟკაცდი უკვე მე,
ხემ ნაყოფი ინაყოფა, დავცოლშვილდი უკვე მეც.
ვაშლი შვილებს ახარებდა, შვილები კი მე.
უკეთესად რომ აგვეწყო ჩვენ მომავლის დღე,
ხე ავდარს და ქარს ებრძოდა, ცხოვრებას კი მე,
დრო და ჟამმა თავისი ქნა, გატყდა ხე და გავტყდი მეც,
მასაც კანი დაეკოჟრა,ისე როგორც სახე მე,
ბაღში გაველ მომენატრა, საყვარელი ჩემი ხე,
გული დამწყდა და ვიგრძენი მეც მომელის