რა ქარიშხალიც არ უნდა გამოგატაროს ცხოვრებამ ადამიანად უნდა დარჩე, იმ ადამიანად, რომელსაც გული არ გაუქვავა განსაცდელმა და გამოვლილმა უსამართლობამ... მათ არ უნდა დაემსგავსო, ვინც გული გატკინა, პირიქით, უფრო მეტად უნდა ცდილობდე გიყვარდეს, თანაუგრძნო, დაეხმარო და სიკეთე აკეთო... შენ შენ უნდა იყო ბოლომდე...
ნუ განმსჯით ჩემი ხასიათის გამო.. თქვენ ხომ არ გიტირიათ ჩემს ტკივილებზე?! ნუ განმიკითხავთ რადგან არასოდეს დაგინახავთ რის გამო ვიქეცი ასეთად. ვცდილობ მაგრამ, არ გამომდის. არის დღეები როცა ამიწრიალებს სულს ყველა ტკივილი და მე ჩემებურად ვცდილობ თავი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო. არ მწამს ხალხის დასანახად ნათქვამი ლოცვის -უფალო შემიწყალეთინ.... მე ჩემი ღმერთი მყავს ,ჩემი სამყარო და არ მინდა ვგავდე იმათ ვინც ხალხის დასანახად თამაშობს იდეალურ ქალობას. ჰოო მეც მოკვდავი ვარ. მეც შემშლია და ყოველდღე მეშლება.. მეც ცოდვილი ვარ და ნუ ეცდებით ჩემსს შეცვლას.. არის დღეები როცა ისეთი ვხდები როგორებიც ჩემსს მიმართ იყვნენ ადამიანები. ამ დროს უფალსაც ვუკეტავ კარებს და ხმამაღა ვტირი !!