წმიდა ყურანი ქართულად
სურა 3
„ალი იმრანი“
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 ელიფ, ლამ, მიმ.
2 არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მარადცოცხალისა, მარადიულისა!
3 (შუამავალო!) მან თანდათან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი, დასტურად იმისა, რაც მის უწინარეს იყო; და მოავლინა თევრათი (თორა) და ინჯილიც (სახარება)
4 ადრე გზის მაჩვენებლად ხალხისთვის, და მოავლინა ფურყანი . უეჭველად, რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა სასტიკი სასჯელი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილი და საზღაურის მიმგებია.
5 უეჭველად, ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა.
6 იგია ის, ვინც თქვენ გსახავს (დედის) მუცლებში როგორც ინებებს, არ არის ღვთაება, გარდა მისი, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
7 იგია,