ლეგენდაა თუ მითია მე სულ ფეხებზე მკიდია, ჩემი კაცობით მივდივარ სავალი ძალზედ დიდია. მე უფალს შევთხოვ შენდობას სადაც სანთელი მინთია, სულაც არ ვგეგმავ მომავალს წუთები სწრაფად მიჰქრიან. ისეთ ეპოქის შვილი ვარ ნამუსს რომ გროშად ჰყიდიან, ათასჯერ ნაღალატები ტაძრად სალოცად მიდიან. თქვენი არ მინდა ჩემი მაქვს უფლის ნაწერი მისია, მე ჩემს ჯვარს მაძლევს უფალი სხვასი კი მხოლოდ სხვისია. შემოვევლები მუდამ ჟამს გვერდით ვინაც კი მიდგიან, და არ ვიქნები არასდროს მოღალატე და ფლიდია.