"რწყილი და ჭიანჭველა" მეგემ ხულელი წყილი და ხოხნელი ჯინჭველაი დაარხატაშტდენ და დიდი ჰევესით წევდენ დუნია მემლექეთის დასანახლაიი. ეფეიჯა რომ გეიარეს ერთი ღელი ქენერს მიადგენ, უწკუპა წყილმა და მიერე ქენერზე გადაშპა, უწკუპა ჯინჭველამ და შვა ღელეში დღლიზა ხაპერი. დეიწყო ჩობა; წყილმა ბელქინ რაცხა ვუშველოო თოკვის მოსატანლაი გეეჭენა. ეესკვა-დეესკვა და ლეღვაში ღორთან დეესკვა. ღორო ჯაგარინა მომცე რომ თოკვი დავწირიხო და ამუათრიო ჯინჭველაი თვარა დეიჩო ი ჩემი ნაგაზიო. ღორმა ტლინკები გაასკვა და უთხრა: თუ რკოი არ მომიტაი ბუძიკავ იერ ტკაველა ჯაგარსაც ვერ მოგცემო! დაღლურძვილი წყილი ეესკვა-დეესკვა და ხეყრუის მუხასთან დეესკვა. მუხავ რკონა მომცე რომ იმ გასატკლეცელ ღორს მუუტანო თვარა დემერჩო აახატაში გეიგეე?