Фильтр
ზეცა ტირის და მეც ამეტირა
გულში სევდის ხმას მიყვება ფიქრი.
რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს,
შენთან მოსასვლელ საათებს ვითვლი.
ზეცა ტირის და მეც სულ დავსველდი,
აღარ მაქვს თავი
ვემალო ცრემლებს,
დაუსრულებელ წერილებს ვთითხნი,
ვგრძნობ,ავყოლილვარ უაზროდ ნერვებს.
ზეცა ტირის და …წვიმის წვეთები,
შენსკენ მოსასვლელ გზაზე მაყოვნებს.
მაგრამ ამდენი შლეგის დღის შემდეგ,
მე მოვალ,წვიმა ვერას მაჯობებს.
თ.ჭ 15,04,25 14:25
ღია წერილს გწერ, თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ,
მინდა ის გითხრა, რაც არასდროს დამიმალია,
მე შენ მიყვარხარ, სანაცვლოდ კი არაფერს ვითხოვ,
რადგანაც, ჩემი სიყვარული, არ გივალია,
რა დაგაბრალო, დამნაშავე როცა არა ხარ,
თამაშის წესი რომ შევცვალე ჩემი ბრალია,
ვერ გავექეცი საკუთრ თავს და შემიყვარდი,
ეს კი არასდროს, დამიჯერე, არ მინანია,
მე შენს სახეზე, ფიქრის, ყველა ნაოჭი ვიცი,
შენი თვალები,უამრავჯერ დამიხატია,
როცა გნახულობ გეხუტები როგორც მეგობარს
და ვერ ვგებულობ, სულელ გულში, რა მიხარია,
მე შენ მიყვარხარ, ბოლო ხმაზე, მინდა ვიყვირო,
ბედნიერება ჩემს გულშია, არ მივალია,
სანამ გული ძგერს, მეყვარები ჩემო სიცოცხლევ,
ეს კი მე შენთვის არასოდეს დამიმალია...

მიყვარხარ 💞💝💝💝💝💞💖
რაც არ უნდა კარგად მოექცე მამაკაცს, თუ არ ხარ ის ქალი, ვის მიმართაც გრძნობები აქვს, ის არასდროს დააფასებს შენს ძალისხმევას.

არაფერია უფრო გულის ამრევი, ვიდრე ცდილობ იყო სწორი არასწორი კაცისთვის.

შეწყვიტეთ მკვდარი ურთიერთობების გაცოცხლება. შეწყვიტეთ კავშირების დაძალება.

სიმართლე ისაა, რომ როდესაც სწორი მამაკაცი შემოვა შენს ცხოვრებაში, კომუნიკაცია და ყურადღება ბუნებრივად მოვა.

დაგაფასებენ და პატივს გცემენ.

კაცების უმეტესობა მხოლოდ საკუთარი გრძნობების ერთგულია.

იპოვე ვინმე, ვინც თავიდანვე ხედავს შენს ღირებულებას და დააფასებს მას.

შენ იმსახურებ სიყვარულს, რომელიც წრფელია, თანმიმდევრული და ნამდვილი.
როდიდან მოდის უმადურება?
იქნებ იქიდან, როცა გაჩნდა ადამ და ევა,
ერთი ცხადია, რომ წალეკა თითქოს საყმარო,
არავის ახსოვს რა გვასწავლა მაღალმა ღმერმა.

უმადურება დიდი ცოდვაა,
საწყისი ყველა უგუნურების,
თუ მადლიერი არ ხარ მითხარი,
როგორ შეიცნობ სიტკბოს ცხოვრების.

თუ მადლიერი არ ხარ დილისთვის,
რომელიც ახლა შენთვის გათენდა,
თუ სიხარული სხვებს არ აჩუქე,
აბა, ცხოვრება, ისე რად გინდა.

თუ არ ისწავლე დაფასება ყოველი წამის,
წამის, რომელიც შეიძლება არიყოს სხვისთვის,
თუ არ გაეცი სიყვარული უკიდეგანოდ,
ერთი მითხარი, გაჩენილხარ ამ ქვეყნად, რისთვის.

თუ მადლიერი არ ხარ მშობლისა,
ვერ დააფასე ამაგი მისი,
მაშ ქვეყანაზე რისთვის მოსულხარ?
თუ სიყვარული არ იცი სხვისი.

თუ მეგობარი არ შეიყვარე,
ისე ძალიან, როგორც
* * * * * *

მე უსასრულოდ შემიძლია ვითმინო წყენა,
და უსასრულოდ შემიძლია ვითმინო დარდი,
ყველა შეცდომაც შემიძლია, რომ გაპატიო,
ამის მიხვედრას, აზრის შეცვლას ყოველთვის გაცდი.

მე უსასრულოდ შემიძლია მიყვარდეს ყველა,
ისე უბრალოდ, უანგაროდ, იყოს ჩემს გულში,
მხოლოდ ერთს ვითხოვ, შენგან მინდა რომ მიერთგულო,
რომ არ დავკარგო ჩემი თავი ნაპოვნი შენში.

რა ადვილია სიყვარულთან ერთად ცხოვრება,
თითქოს იხსნება შენს წინ თვითონ სამოთხის კარი,
სიყვარულია თვითონ ღმერთი ამ ქვეყანაზე,
ყველაზე წმინდა, რაც კი რამე ამ ქვეყნად არის.

სწორედ სიყვარულს ვუფრთხილდები, შენსას ჩემს გულში,
და ამიტომაც ვეკიდები წყენას ფაქიზად,
ჩემს უნებლიედ ცდილობს გული შენს გამართლებას,
მეც მას ვუჯერებ, ჩემი გული გაჩნდა ასეთად.

ხან
ისე წვიმს, თითქოს ზეცა ცრემლად ჩამოიღვარა,
მე კი მივდივარ ისევ ისე, ქუჩაში მარტო,
როგორც არასდროს ახლა ალბად ისე მჭირდები,
ნეტავ სადა ხარ? თუ გაიგებ, რომ დაგიძახო...

მივდივარ, მაგრამ მიჭირს თითქოს ფეხის გადადგმა,
ასე მგონია ქვეყნის ტვირთი დამადგეს მხრებზე,
წვიმა მასველებს და მარეცხავს ცრემლებს სახიდან,
ხომ არ შემცივდა, ნეტავ ისევ თუ ფიქრობ ჩემზე....

მე კი ყოველ წუთს შენზე ვფიქრობ, სულ გულში მყავხარ,
კი, ვცდილობ, მაგრამ არ მტოვებენ შენზე ფიქრები,
ათასი კითხვა მიტრიალებს თავში ისევე,
ახლა როგორ ხარ? ანდა მერე როგორ იქნები....

ან შენ, როგორ სძლებ ჩემს გარეშე, ეგეც სულ მიკვირს,
ერთი წუთით, რომ არ შეგეძლო ყოფნა უჩემოდ,
მე ისევ ისე მიყვარხარ და ისევ მჭირდები
და ეს ცხოვრებაც მძიმე ტვ
Показать ещё