ვიკავებ უშენობას სუნთქვასავით ,გეძახი, მოდი და არ დამტოვო,შენ, ჩემი თავნება და უმართავი, შენ, ჩემი ტკივილის თანატოლი. იცოდი, ვერასოდეს ვერ დაგთმობდი ,ვამბობდი, ვერ გტოვებდი დაჭერითაც, რომ შენთვის დაწერილი ყველა სტროფი ,იმ ნაკლულ ერთ ნეკნზე მაწერია. თავს ვირთობ ლექსებით და წერილებით ,უშენოდ - "ერთი დიდი სისულელე", მქვია და რომ შემეძლოს ჩემი ნებით, სიკვდილი?შენი ხელით ვისურვებდინი