უცხო ზეთებით გხატავდი ზღვარზე,
ფიქრებს სიზმრებში ვცვლიდი უხასმად.
მეგონა ისევ გიყვარდა ფრენა ,
მაგრამ რატომღაც გადაგიყვარდა.
ისევ შევხვდებით მღელვარე ზღვაში,
იახტებს ტალღა ისევ ჩაძირავს.
სად გაქრი მაშინ როცა გციოდა,
ალბათ, ტალღებმა სადღაც გაგრიყა.
ისევ აფრინდა ცაში არწივი,
ისევ გაშალა ფრთები ირაოდ.
მოდი ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს ,
და უსასრულოდ ერთად ვიაროთ.
ისევ დავიპყროთ უშბის მწვერვალი
და არც ბერძნული მითი დავიდნოთ.
მე შენ შეგარქვი რწმენა სპეტაკი
და სიყავრული ერთად გავრისკოთ.
ისევ დაგხატავ ბევრი ზეთებით,
ისევ შეგიქმნი ირგვლივ სამოთხეს,
ოღონდ გიყვარდე, ოღონდ გახსოვდეს,
გთხოვ აღარასდროს აღარ განმშორდე!