მე ის დედა ვარ,
ცხოვრება რომ ჯოჯოხეთს უგავს,
შვილებს ნატრული,
მის სახეს რომ ცრემლები ჰდუღავს.
მე ის დედა ვარ,
ვინც ვერ ჩემობს სხვა ქვეყნის ზეცას
და საქართველოს მონატრება
სიზმრებად ექცა.
მე ის დედა ვარ,
ემიგრანტის სევდა რომ ჰფარავს,
მაგრამ ხმამაღლა ტირილისა
უფლებაც არ აქვს.
მე ის დედა ვარ,
ჩემი შვილი დედას რომ ნატრობს
და ჩემ მაგივრად
ბებიების სურნელი ათრობს.
მე ის დედა ვარ,
ნატანჯი და ტკივილით სავსე,
ვისაც სხვა ქვეყნის სილამაზე
ვერაფრით ავსებს.
მე ის ქალი ვარ,
ის დედა და ის ემიგრანტი,
ვინც იძულებით ჩემი ქვეყნის
ნატრული გავხდი.
მე ის დედა ვარ,
ვინც ვერ ხედავს შვილების ქორწილს,
ბედნიერებას შორით ლოცავს
და ცრემლი მოსდის.
მე ის დედა ვარ,
ვინც მძინარე დატოვა შვილი,
გამოღვიძებას რომ არჩია