"სიკვდილი არა არის რა. მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ. რაც ვიყავით ერთმანეთისთვის იგივენი ვართ საუკუნოდ. ისევ მე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ადრე გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმას ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი მუდამ ის არის რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს მიღმა ვარ? მე შორს არ ვარ... ხომ ხედავ, ყველაფერი