ნუ წუხდებით, მე თვითონ!
~~~~~~~~~~~~~~
ახლა როცა უკვე ასჯერ დავეცი,
ახლა, როცა ფეხზე ვდგევარ მე ვითომ,
აღარ მინდა, მომაცილეთ ხელები,
ნუ წუხდებით, ნუ წუხდებით - მე თვითონ!
როცა მარტომ, თავდახრილმა ვიარე,
დახეთქილი მუხლი ტკივილს მალავდა,
ხელის გულით მოსრესილი თვალები,
ასიათას ნაიარევს ფარავდა.
როცა წელში ძალა აღარ მყოფნიდა,
არეული ნაბიჯები მაკრთობდა,
როცა ჩემი ჩუმად ყოფნა მოგწონდათ,
ზურგში ჩემი ჩუმი ცრემლი გართობდათ...
სად იყავით? ნუთუ ერთხელ, სულ ერთხელ,
სინდისს თვალში არ შეხედეთ ფარულად?
თქვენს წინ მუხლზე დაყრდნობილი, დაღლილი,
ცრემლს ვიწმენდდი, შეფარვით და მალულად..
ახლა როგორ შემამჩნიეთ უგვანო?!
სად იყავით როცა მზეს ვერ ვხედავდი?!
ადამიანს განა უნდა უგანო...
მჭირდებოდით და თქმასაც ვერ ვ