მოვფრინდებოდი, რომ შემეძლოს შენთან მოფრენა,
მოვიპარავდი მაგ გულიდან ფიქრებს არეულს,
გაგიტაცებდი სადღაც მთებში ქვეყნის გადაღმა,
მოგატარებდი დედამიწას როგორც მთვარეულს...
ალბად რომ ვიყო წვიმა, მუდამ შენთან ვიწვიმებ,
თოვლი რომ ვიყო შენს ბაგეზე დავათოვებდი
და რომ შემეძლოს იმ პატარა ფიფქებს და ტუჩებს,
ერთმანეთისგან არასოდეს დავაშორებდი...
და თუ ვიყავი ქარი ხეზე ფოთოლცვენისას,
ფერად ფოთლებით ავკინძავდი შენთვის სამყაროს,
დავუბერავდი ქარიშხალში გაგხვევდი, მერე
წვიმას, ქარს და ფიფქს ერთმანეთთან გავხდი სადაოს...
იქნებ მზე ვიყო, რომ გაგათბო ჩემი სხივებით,
ანდა ვარსკვლავი ყოველ ღამე ცაზე რომ თვალო,
მოდი გვირილა ვიქნები და მერე ფურცლებით,
შენს სიყვარულზე კიდევ ერთხელ რომ გაითვალო...
ნეტავ შემეძლოს გადავი