ვიცი შეხვდები ქალს, ჩემზე ლამაზს,
არა ერთს ალბათ, ერთსაც და მრავალს...
მაგრამ ვერ იგრძნობ, უმთავრესს კარგო..
ვერ იგრძნობ მასში, ჭრილობის წამალს..
ჰო, შენ შეხვდებიმ გაივლით ერთად,
გაზაფხულს,ზაფხულს გაიყვანთ ლაღად,
გაუთბობ ზამთარს, გაყინულ ხელებს...
და შემოდგომას, მისგანაც წახვალ...
ასე გჩვევია, მოსვლა და წასვლა...
იქნებ ჩემთანაც მოხვიდე კიდევ...
ნეტავ მოხვიდე, ნეტავ! (ღმერთმანი)
ნახო ცხოვრებას ხელახლა ვიწყებ!
ნახო თუ როგორ მიკოცნის ხელებს,
შენზე ათასჯერ ამაყი კაცი,
ნახო თუ როგორ შემცვალა დარდმა,
რომ აღარა ვარ "პატარა ბავშვი"
მოდი და მერე...მე მიგატოვებ...
უნდა გაიგო, ტკივილი წასვლის....
შენ არაერთხელ შეხვდები ქალებს...
და გრძნობის ღირსად არავინ ჩაგთვლის.."