ეს, მერამდენედ შემიმშრალე
ცრემლი ტიალი,
და მომეფერე, მე, უგუნურს
ხელმადლიანი?
ყოველთვის, როცა, აღარ ვიცი
ვის ვთხოვო შველა,
მოხვალ და მეტყვი:
''-არ ხარ მარტოდ, მე ხომ ვარ შენთან?!''
უფალო ჩემო, სად პოულობ
ამდებ სიყვარულს,რომ მჩუქნი მუდამ ,მე, ცოდვილს და ჭკუაგადასულს?!
შენ რომ არ მყავდე უფალო ჩემო
რა გაძლებს ამდენ დარდსა და ვარამს?
როგორ მოვუგებ, რითი დავჯაბნი
მე ამ ცხოვრების საშინელ წკვარამს?
მეც მინდა შენებრ, ჩემს გოლგოთას
შემოვდგა ჯვარი,
არ გავრყვნა სული შურისგებით,ბრაზით და ჯავრით!