საყვედური ღმერთს!
ნეტაი ღმერთო, შენ, რომ ახლა ზეცაში გძინავს,
მე კი ვინიცის, მერამდენეთ მათენებს ღამე.
ვიწყვეტავ ისეც, გადაგლეჯილ შერჩენილ ნერვებს,
შენ კი გძინავს, და მშვიდობიანს ისიზმრებ მტრედებს.
ახლა სულიდან, ამოგლეჯილ ბოლო იმედით,
ვოხრავ და, ვფიქრობ ამ სიმაღლეს შემოგწვდე როგორ?
შენი სურვილით, ჩავისახე დედის მუცელში,
და შენი ნებით, დავიბადე შენთვისვე გოგო.
მერე მზის შუქი, ჩამიბნელე ჯერკიდე თოთოს,
არ დამანახე, დედაჩემის თვალების ელვა.
ჩამოდი ღმერთო! ჩამოდი და მარტონი დავრჩეთ,
მინდა მომიყვე, იმ წუთებში როგორ არ შეგრცხვა.
ახლა ფანჯრის წინ, სუიციდით მომართულ ფიქრებს,
ვებრძვი და ფანჯრის, გამოღებას ვერაფრით ვბედავ.
გარეთ მზეა, და ჩემი ხალხის საფლავებს ათბობს,
მე კი მტკივა, და შენ არა გთხოვ არა