. . .
წლები გემატება,გული სხვაფერდება,
უკვე მიამიტი აღარ ხარ.
ვითომ მეგობრები გზა-გზა გეკარგება,
ზოგი თავის ტყუილს გადაჰყვა.
ბევრჯერ გაწყენინეს,ბევრჯერ უსამართლოდ,
სულზე იარები დაგაჩნდა.
უკვე გაიმართე წელში,არ გაშინებს-
ყალბი წარმოდგენა დამთავრდა!
ამბობ:"არაუშავს",ღმერთი მაღალია,
მისთვის მიგინდია სიმართლე.
ხვდები ცხოვრებაში თურმე მთავარია,
სულში არ ჩაგიქრეს სინათლე.
ბევრჯერ აწონე და ბევრჯერ გადაწონე,
ავზე გაიმარჯვა სიკეთემ.
ცუდი განზრახვები ერთდროს მჟღავნდებიან,
ნიღაბს ყოველთვის ვერ იკეთებ.
ზოგი ქედმაღლურად გვერდზე გაგიდგება,
აღარ გაგიხსენებს არაფერს.
და შენს სიკეთეებს,როგორც ძველ ხალიჩას,
მტრობის აივანზე გადაფენს.
შენ კი გეღიმება, ჩუმად გეღიმება,-
სინდისს ვერ აკადრებ დანარჩენს.
თვითონ