„დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება იმედის თვალით შემოგყურებთ. თქვენ ურთულეს და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურებით - იცავთ სახელმწიფოებრივ წესრიგს ქვეყანაში და დგახართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. თქვენ ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ თქვენი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამიტომ არის პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და დასაფასებელი.ხანდახან, ცალკეული ადამიანების მხრიდან მესმის კრიტიკა პოლიციელების საქმიანობასთან დაკავშირებით. მე მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ამას მე ძალიან განვიცდი. მე მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა არის არაობიექტური და უსამართლო.ძვირფასო პოლიციელებო! იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ხალხის და ქვეყნის სა