ზამთრის ღამეს გავდი - თოვლიანს,
ცივი გამოხედვა დაგჩემდა.
მიტოვებულს გავდი შფოთიანს,
სევდას მხოლოდ - გული გამჩნევდა.
მიტოვებულს გავდი ყველასგან,
როგორც დათოვლილი ნაძვები,
ფარულად გლოვობდი რაღაცას,
თუმცა ვერ ჩაიცვი ძაძები...
რაღაცას კი არა - ვიღაცას
მისტირი,..ფიქრებმა დაგჩრდილეს.
არაო - იძახი ჯიუტად,
მაგრამ თვალებმა გამხილეს.
არ მინდა მე შენი გოდება,
არ მინდა ფარული ცრემლები.
თუკი შენი გული მოკვდება,
სხეული რად მინდა,ვერ ვხვდები((
წადი და დაფიქრდი რა გინდა,
არაფერს გაძალებ,ხომ იცი?
კარგად რომ მიხვდები საწადელს -
გაზაფხულის ხიდთან დაგიცდი...
ისევ ყვავილებად ვაქციოთ,
თორემ შემოდგომა გაგვიქრა,
გაზაფხულის სითბო ვაფრქვიოთ,
არა,ჩვენ ზამთარი რად გვინდა?....
მაინც ღამეს გავხარ