ვიცი მშვიდად გძინავს ჩემო სიხარულო,
შორიდან გეხვევი, შენს სიზმრებს ვდარაჯობ,
მინდა სიყვარული, მართლა, დაგესიზმროს,
ზმანებად მოსული, შენს სუნთქვას გავათბობ,
ღამენათევია იმედის ღიმილი,
ღიმილი, რომელიც არაფერს არ ამბობს,
მიყვარხარ ვჩურჩულებ და ფიქრით გეხები,
იმ ფიქრით, რომელიც უშენოდ არ მათრობს,
როგორ მენატრები, ნეტავი იცოდე,
მინდა, რომ უთქმელი სიტყვები გაგანდო,
ოცნების ბილიკზე შენს გულს მივაგენი,
მაგრამ, შენმა სუნთქვამ, ეს გული არ მანდო,
სულაც არ მწყენია, უბრალოდ მეტკინა,
მკერდში ის ადგილი, სადაც ცეცხლს არ ვაქრობ,
მერე კი, აიმღვრა ჩემი მოლოდინი,
რომელმაც სათქმელი, უშენოდ, გამანდო,
ჯერ კიდევ ღამეა, დრო კიდევ ბევრი მაქვს,
თეთრ ფურცელს მე შენი სურნელით გავათბობ,
ისევ ვერ ვიძინე