შორს რად გათხოვდიო,ხშირად ვერ გნახავო, რომ მსაყვედურობდი დედა... გთხოვ ,მაპატიე,გული რომ ჩაგწყვიტე, შენს განაწყენებას ვბედავ... მაშინ არ ვფიქრობდი,მაშინ არ ვიცოდი, რა არის სიშორე შვილის... მაგრამ, შენ ჩემში ხარ,ჩემს გულში ბინადრობ- შენ შველი მხოლოდ დე...ტკივილს!.. შენც გეყოლებაო და მერე იტყვიო- ცრემლებს რომ ხელებით გწმენდდი... გთხოვ, მაპატიე,თუ რამე გატკინე, შემინდე ძვირფასო დედი... ხან და ხან ნაღველი გულზე რომ მაწვება, წლები რომ გადიან დედი... უშენოდ სიცოცხლე ფიქრშიაც არ მინდა- გთხოვ,აღარ გამიშვა ხელი... მიყვარხარ და ესეც იმდენჯერ არ მითქვამს, რამდენჯერ სათქმელი მქონდა... ათასჯერ რომ გითხრა,ყოველ წამს რომ გითხრა, იქნება ძალიან ცოტა... სახეზე ნაოჭი დღეს უფრო მახსენებს, რაოდენ გაწვალეს წლებმა