Предыдущая публикация
Следующая публикация
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Больше информации
  • Главная
  • Видео
  • Группы
  • Люди
  • Публикации
  • Игры
  • Подарки
  • Поздравления
  • Рекомендации
  • Помощь
  • русский
Левая колонка
Обложка профиля
Фотография "J.Rustavski "

†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†

Последний визит: 6 сен 2023
Фотография от †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
Фотография от †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
Фотография от †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
Фотография от †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
Фотография от †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
Фильтр
ЗаметкиУвлечения
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
როს გადავწყვიტე ლექსების წერა
რომელიც ჩემს თავს ასე ამხელდა..
რითმს მკარნახობდა თვით ბედისწერა
რითაც ცხოვრება ბევრჯერ დასველდა..
გულის ვიგრძენი ძლიერი ფეთქვა
დრომ განაგრძო სვლა აღარ გაჩერდა..
რომ დავაპირე სათქმელი მეთქვა
ბედი ყველაფერს სახელს არქმევდა..
მაშინ ვიგრძენი მე უფლის ხელი
გადამრჩენელად რომ მოგავლინა..
გააფთრებული ძველ ფურცლებს ვხევდი
ახალს ვიწყებდი ჩვენ მომავლიდან..
მივხვდი მარტივი არ იქნებოდა
რთულია მხოლოდ ჭეშმარიტება..
ვიცი მტერი სულ სად ვლინდებოდა
მტრისგან შორსა ვარ ბრბოც არ მჭირდება!
მე შენ მიყვარხარ იმ სიყვარულით
საწყისი რომ აქვს, არასდროს ბოლო..
შენ მომანიჭე ის სიხარული
თუ რამ მაღიმებს და რითაც ვცხოვრობ..
ღმერთმა რომ მომცეს სამი სურვილი
შენ გინატრებდი სამჯერვე ჩემო..
მომკლავს
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
შენ ჩემი აღმოჩენა ხარ
ის რასაც მუდამ ვეძებდი..
მუზა სიტყვა და სმენა ხარ
და სიხარულის ცრემლები..
დუმილში ნაზი ბგერა ხარ
რასაც უსიტყვოდ ვნებდები..
ამის პატრონიც შენა ხარ
ვწერ და ვეღარა ვჩერდები!
ცაზე ვარსკვლავი მოვწყვიტე
როდესაც ძლიერ ელავდა..
მასზე ამბები მომიყვნენ
ზღვის ტალღები რომ ღელავდა..
ანგელოზები მოფრინდნენ
ბოლოჯერ გაიელვა და
იმედის სხივებს სტყორცნიდნენ
ცუდი აქციეს ფერფლადა!
გულში ჩავისვი ვარსკვლავი
სულში მინთია კელაპტრად..
მსგავსი არასდროს მენახა
ანდა სად უნდა მენახა!
შენ ჩემი გამარჯვება ხარ
მარადისობის რწმენა ხარ..
შენ ჩემი აღმაფრენა ხარ
შენ ჩემი აღმოჩენა ხარ!!!
💝💝💝მ ა რ ი ა მ ს💝💝💝
ავტ: †ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
უხსოვარ დროდან მოვდივართ
ერი ძირძველი ქართველი..
მუხლწლოვან ბერის ლოცვიდან
გვესმის სიტყვები მფარველის..
საუკუნეებს მოიცავს
ჩვენი მტრის ჩუმი მზაკვრები..
და უკუნეთის ცოდვისგან
გვიხსნის ლოცვა და ტაძრები..
კვლავ ვუყურებდი ბორცვიან
მიწას ბოძებულ გამჩენის..
ურჯულონი შემოდიან
გაჩეხეს საფერავები..
გაკაფეს რაც კი მსხმოიარს
დათესეს უცხო მარცვლები..
დავკარგეთ კალაპოტი და
სხვაგან მონებად ვბარდებით..
სამშობლო დღეს ობოლია
ასე ვერ განვითარდებით..
აქეთ რუსეთი თავსგვესხმის
იქ გარეჯს გვართმევს აზერი..
სიყალბის მარათონია
დროა თვალების ახელის!
წართმეულ მიწებს გავცქერი
ყელში ცრემლი მკლავს ბოღმისგან..
ჩაგიცვავს შავი ჩადრები
თვალს ვერ გისწორებ მგლოვიარს..
ოდეს გიხილო აღსდგები
შენს მტერს კი გვამად მწოლიარს!!!
მემკვ
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
არ დაეჯერა ბარში ხეს
მთას რომ მდინარე სდიოდა..
მაშ დაე ლექსად აგიღწერ
ხეს ამ დროს რა მოსდიოდა..
ფესვს ვერ მალავდა ჭადარი
უწყლოდ ფოთლები სცვიოდა..
გვერდს ვერ უქცევდა ალაზნის
ჩქეფის ხმები რომ ისმოდა..
ცა ჩამოშავდა საღამოს
და გაიელვა ძლიერად..
ისე დასჭექა ამავდროს
ხე მიატოვა ფრინველმაც..
წვიმამ შეცვალა ოქტომბრის
იგრძნო შეხება წვეთისა..
გადააჭარბა მოლოდინს
როს მწყურვალს წყალი ეღირსა..
მთიდან დაიძრა დინება
ლოდების ისმის ხმაური..
ფსკერი კლდის საწყისს ირეკლავს
მორევის აურზაურში..
კლდე ნელა წყალში იშლება
ფესვი კი ძალებს მოიკრეფს..
ხედავს ძირს აცლის დინება
უახლოვდება ხსოვნის დღე..
მდინარე უფრო დიდდება
ირგვლივ ხეები მოგლიჯა..
შეერთდნენ თითქოს შვილებად
ხის ფესვებს ხელი მოხვიეს..
მდინარე ჭადარს ირეკლავს
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
მთვარე არეკლილ ალაზნის პირას
რითმებად ვწნავდი ღამის ზმანებას..
ბავშვობაში რომ მივლია ხშირად
რა მალე განვლო ოცდაცამეტმა..
ფიქრებს ამძაფრებს აგვისტოს წვიმა
და ნოსტალგიას სიოს მატება..
ცას ვარსკვლავები მოუკრავს მძივად
კავკასიონს კი ნისლი ჩადრებად..
ცაში აბჯენილ ალავერდს ვუმზერ
თეთრი გიორგი ღამეშიც ბრწყინავს..
რქაწითელს ნანას მდინარე უმღერს
მტრედს ალავერდის გუმბათზე სძინავს..
ო, როგორ მიყვარს გამთენიისას
ლურჯ ნათებაში ლექსის დაწერა..
ცვრიან ბალახის სუნი დილით და
პოეზიაში გარდაცვალება!
ავტ:†ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
†ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
3 сен 2019
რაც დღემდე შექმნა ღმერთმა ბუნება
მას შემდეგ ებრძვის ადამიანი..
ყოველი ცუდი უკან ბრუნდება
დედამიწაა თვალცრემლიანი!

ავტ:†ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
На этом пока всё
Войдите в ОК, чтобы посмотреть всю ленту

1268

  • Gucci 😼😺😸
    Gucci 😼😺😸
    Хельсингборг
  • K A M A Z I
    K A M A Z I
    თბილისი
  • ♛ ♛T♔E♔O ♛ ♛
    ♛ ♛T♔E♔O ♛ ♛
    თბილისი
  • მაია მესხი
    მაია მესხი
    თბილისი
  • ilia surguladze
    ilia surguladze
    Рустави

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.

Зарегистрироваться