ბევრ რამეს გეტყვიან: არ გამოგივაო, მიზანს ვერ მიაღწევო; პრობლემებს მარტო ვერ მოაგვარებო; ბედნიერი ვერ იქნებიო; ცხოვრებაში სამართალს ვერ ჰპოვებო და კიდევ უამრავი... მაგრამ არ უნდა დაიჯერო ეს სიტყვები. ჰო, შეიძლება ვიღაცას არ გამოუვიდა, მაგრამ შენ "შენ" ხარ, შენი გზა და შენებური ხედვა გაქვს. ის რაც სხვას არ გამოუვიდა, შენ შეიძლება საუკეთესოდ გამოვგივიდეს, ამიტომ სანამ არ ცდი, სანამ მთელი ძალებით არ შეეჭიდები, წინასწარ დასკვნას ნუ გამოიტან. ყველაფერს შეძლებს ის ადამიანი რომელსაც სჯერა საკუთარი თავის და არასოდეს ნებდება. როცა რწმენაში შესუსტდები, იმ ადამიანებს შეხედე, რომელთაც დამხმარე არავინ ჰყავდათ, მაგრამ ყველაფერი შეძლეს.