. . .
ჩემი გაბრაზება ადვილია,გულის მობრუნებაც ადვილი!..
ჩემი გახარებაც ადვილია,როცა მცდელობაა ნამდვილი!
ჩემი აცრემლება მარტივია,რადგან ქალი ვარ და მარტივით...
მაგრამ,გული მწარედ თუ დამწყდება,ნდობის იკარგება ადგილი...
ჩემთვის თავგანწირვა ადვილია-ათას ეკალ-ბარდში გავივლი!
გულის ამოღებაც ადვილია-მუჭში მარცვალ-მარცვალ ჩაგითვლი...
ჩემთვის სულის ტკენა ადვილია-რადგან უნდობლობა არვიცი...
თუკი მეწყინება,მეტკინება-მაგრამ,წასვლას აღარ დაგიშლი...
ჩემი მიტოვებაც ადვილია-რადგან,არ ვეძახი არავის!..
ვისაც ჩემთან უნდა,არსად წავა-დევნა არ მჩვევია ქარავნის...
ჩემი მოტყუება გაჭირდება,რადგან არ ვტყუვდები არაფრით.
თუ სხვას დახმარება დაჭირდება,როგორ შემაშინებს ქარაფი?!
მაგრამ,ვერ ვჩერდები სადაც ტყუილი