ფერები აურია ისევ ოქტომბერმა
ისევ წვიმებია ცოტა მოწყენილი,
ქარებს წაუღიათ ყველა მოგონება
ხმელი ფოთლებივით მიწას მოფენილი.
ისეევ ფერებია რაღაც სასწაული
რაღაც ჯადოსნურად ხენიც შიშვლდებიან,
თითო მოწყვეტილი ფოთლის საზღაური
ჩემი ლექსები და ჩემი ფიქრებია..
ქარი შემოდგომის, ოხ ეს ონავარი
ხეებს გააშიშვლებს ისევ საკოცნელად,,
მხოლოდ ერთი გრძნობა ასე მონაპარი
არის შემოდგომის დიდი საოცრება.
წყნარი მელოდია ოთახს ეფინება
გარეთ უსასრულოდ ჭრელი ფერებია,
შენ და შემოდგომა, ერთი გაღიმება
ლექსში ჩატეული ბგერებია.
წვიმამ ჩაატანა სულში ბზარებივით
მათაც შესძლებიათ ჩემი გაოცება,
ფერი შემოდგომის, შენი თვალებივით
ჩემი შთაგონების არის საოცრება.
ფერთა შემოდგომა ასე დანახული
სულის აგონიას ისევ შერევია,
ჭრელი შემოდგომა ა