ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ იყოთ ყოველთვის ძალიან ბედნიერები! სიყვარული და სიხარული არ მოგკლებოდეთ! გფარავდეთ უფალი!
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შოთა სირაძის მოსამართლედ არჩევის გამო, მისივე განცხადების საფუძველზე მას ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. რის შემდეგაც საკრებულოს წევრების მიერ ფარული კენჭისყრის წესით ზემოთ ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ლაშა ცატავა.