შემომემშვენე... მზის ლოცვა'ა სულის სამხილი,
უნდა ითოვლოს,
აპრილმა'ც ხომ იცის თოვლობა,
ღმერთს, რა ხანია არ სმენია კაცის ძახილი,
მეც
რა
ხანია
ავიტანე ზამთრის ობლობა.
გაკვირვება'ა... გადავცდები ყელში ხმაურებს,
რომ სიმშვიდეში'ც ფსალმუნისებრ დილას მომიტან...