ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს უხსნის ვიღაცა სამყაროს ოცნებებს ჩუქნის ვიღაცა გიტარას აკორდებს უწყობს ვიღაცა შოკოლადს არავის უყოფს ვიღაცა დაორთქლილ მინაზე ხატავს ვიღაცა ცრემლებს საბნის ქვეშ მალავს ვიღაცა ავტობუსს ტყუილად უცდის, ვიღაცას სიტყვა მიყვარხარ უკვირს, ოცნება ღამეში წყვდიადს უმღეროდა, და მონატრება უფერულდებოდა, სიყვარულში ვნებები იღვრებოდა, შენი თვალები მელანდებოდა... და მე მიყვარხარ ამ ცაზე მეტად მესამყაროები ნოტებთან ერთად შენ მჭირდები სუნთქვაზე მეტად მოგეფერები, ფერებზე მეტად.. ეს თვალები იცრემლებოდა.. გულში წვეთები იღვენთებოდა და ოცნებები მეფანტებოდა, მე ის გოგონა მენატრე