ღამის ფერები მეფერებიან,
მთვარე მავიწყებს სევდას...ისევ მარტო ვარ ახლა ოთახში,
შენ მახსენდები,დედა!
უცებ გაფრინდა ჩემი ბავშვობა ზოგჯერ სიზმაშიც გხედავ...
რა სიყვარულით გამოზრდილი ვარ,არ მავიწყდება,დედა!
მთვარემ მაჩუქა თავის ნათელი,ღამემ ლიცლიცი ფერთა...
დავაკვირდები დაქარგულ ფარდებს,გამახსენდები,დედა!
და მთვარიანი ჩემი ოთახი ჰგავს მონატრების სევდას...
მე არასოდეს დამავიწყდები ჩემო ძვირფასო დედა!