"- გაბრიელ, ცოლისთვის არასოდეს გიღალატია? - არა ჩემო მართა. ღმერთის შიში მქონდა ყოველთვის. მე და ანეტა ჯვარდაწერილი ვიყავით. - შენ, ოტია? შენც ღმერთის გეშინოდა? - არა, მე მიყვარდა... - ასეა, ასე... - ჩაილაპარაკა მართამ და ჩუმად გააგრძელა - ვიღაც არ ღალატობს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის ეშინია... და ვიღაც არ ღალატობს მხოლოდ იმიტომ, რომ გულწრფელად უყვარს...