მე ყოველ დილით შენ გიძღვნი ლექსებს,
შენ ჩემი სულის ნაზ ფიქრებს ერწყმი,
საიდან მოხველ ,ასე მალულად,
ამ მიწურულში ,საიდან შემხვდი.
სულს მიხალისებს ფიქრები შენზე,
და დილის ნიავს ვეჩურჩულები,
შემოსკუპულან დარდები სხვენზე,
მიმზერენ როგორც შენი ტუჩები.
რა მოვუხერხო ამ გულის ფეთქვას,
შენი სახელის ხსენებით ,რომ ძგერს,
სისხლი ხმაურობს და ძარღვებს ხეთქავს,
მე უშენობას ვერასდროს შევძლებ.
წახვალ და ჩემი მუზაც გაგყვება,
არ დამიდუმო , პოეტს კალამი,
მინდა შენ იყო ჩემი ხატება,
სხვა არასოდეს ,მინდა არავინ!