ძნელია შენნაირ გოგოს გაუგო,
შენნაირ კაპრიზნას, შენნაირ მიზეზას,
გთხოვ არ გეწყინოს რაც აქ უნდა ვთქვა
პატარა ბავშვივით აზროვნებ ისედაც.
გავა დრო და დაირბენს წამი,
შენც იაზროვნებ, როგორაც ქალი
მაშინ ინანებ რაც მე მიქენი,
მაშინ მიხვდები თუ რა მიქენი.
მაგრამ გვიანი იქნება ალბათ
ჩემს გულში იქნება სხვა ვიღაც ნაღდად
შენ არ მოგიშვებ არაფრით.... არა
კარს მოგიხურავ და უკან წავალ.
ამ ერთს გპირდები, რომ დაგივიწყებ
იმაზე მალე ვიდრე გგონია,
ჩემი გულიდან, რომ ამოგაგდებ
შენ თავს გავატან მდინარის თოლიას.
ის შორს წაგიყვანს ჩემგან ძალიან
ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადაგატარებს,
ჩემი გულის კარს შენგან დაიცავს
შენგან ტანჯულს და ნაწამებ, ნაგლეჯს.
უფალს იმას ვთხოვ კარგად გამყოფოს
მწვანეზე გატაროს მთელი ცხოვრება