შენზე ფიქრი უთვალავი,
შენ რომ სატრფოდ უარმყავი
ცრემლი ვღვარე უამრავი.
–––––––––––––––––––––––
რაც წახვედი სულ ვარ ავი
ბოღმა შემრჩა უყლაპავი,
გზა ხარ ჩემი უკვალავი
და ოცნება უჟანგავი.
––––––––––––––––––
მე ღმერთს ვთხოვე იმის ნიჭი
რომ როგორმე დაგივიწყო,
უშენობით სუნთქვაც მიჭირს
რა ვქნა როგორ დაგიმტკიცო?
––––––––––––––––––––––––––
იქნებ მიხვდე ჩემს დარდს იმად
მე რომ სუნქვა შემეკვრება,
და დაღუპულს შენს მაგივრად,
შავი მიწა შემეხება.
––––––––––––––––––––––––––––
ჩვენ იმდენად განვსხვავდებით
როგორც მზე და დედამიწა,
მე სულ გათბობ მაგრამ ვხვდები
რომ ვერასდროს ვერ მოგწვდები.
–––––––––––––––––––––––––
ვიბრძვი შენთვის გამეტებით
ვიბრძვი შენთვის შენს თავს ვფიცავ
ისიც ვიცი გადავყვები
ამ სიყვარულს მე რომ ვყვები.
––––––––––––––––––––––––
მაგრამ რა თუ მაინც მოვკვდი
რას მიშველის მე დუმილი,
ლექსად მოვკვდე შენზე ლოცვით
აღარ მინდა სხვა სურვილი.
––––––––––––––––––
ვხუჭავ თვალებს და ვგრძნობ როგორ
სული სხეულს როგორ ხვდება,
რომლიდანაც მიმაქვს მხოლოდ
კარგო შენზე მოგონება.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев