
ყოველ გაღვიძებაზე,
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
ცელქი სხივების გამოჩენაზე,
გრძნობა მოგიძღვნა, ხატად გაქციო.
შენ სიყვარულით მეფერებოდე,
მე კი ბავშვივით მაინც ვმორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...
და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...
რომ ერთად ვიყოთ დღეცა და ღამეც...
და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს,
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი...
ყოველი წუთი...ერთად რომ ვცოდეთ,
რომ გაგაგიჟოს ნაზმა სურნელმა...
და ერთმანეთის ცეცხლით ვიწვოდეთ...
რომ მომიაროს აზრმა სულელმა...
და რას ვაკეთებ, რომ არ ვიცოდე.
რომ აღთქმა დავდოთ ძალიან მოკლე...
რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა...
რომ არ შემეძლოს უშენოდ ყოფნა...
და შენც უჩემოდ გიჭირდეს ყოფნა...
არ გინდა? ყოველ გაღვიძებაზე
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
ცელქი სხივების გამოჩენაზე,
ლექსი მოგიძღვნა, რითმად გაქციო!!!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1