ენავ ღვთისა
***
ოი, ენავ თავ-კვეთილო,
მტვერ-მიყრილო, ხავსიანო,
სიყვარულის გაკვეთილო,
მჭრელზე-მჭრელო, ბასრიანო.
საძირკველო, წმინდა თესლო,
არა-ერთგზის ნაპარავო,
უკეთესზე უკეთესო,
შეწირულო წმინდა კრავო.
ოი, ენავ დედამიწის
ღერძო, დიდი წმინდა რვალით
დასაბამით შენთვის იღწვის,
წმინდანების მთელი ჯარი.
ოი, ენავ, თავად ღმერთო,
ასო-ჩუქურ-თმებიანო,
ერთო არა, ერთად-ერთო,
საგალობელ-ხმებიანო.
ოი, დედის ნაცრემლარო,
შებნეულო აკვნებს ბაფთად,
სისხლის წყარო, სულის წყარო,
მადლს აბრუნებ ერთი-ათად!
ოი, მამის ნალოცავო,
ძის სხეულში განღმრთობილო,
ძველზე, ძველო სალოცავო,
ძირში მწარევ, მაღლა ტკბილო.
სასიმღეროვ, საქუხარო,
გინახავნენ დღემდე მითად,
დღეს ცრემლებით საწუხარო,
ხვალ სათქმელო ბრძანებითად!
ვინ