Фильтр
– მივდივარ ამაღამ –

შორეულ კუთხეში გართული ფიქრებში,
სახლის წინ ბალკონთან, ნისლს კვეთენ ჩიტები,
მივდივარ, მივყვები დაღლილი შარა – გზას,
მივდივარ სადღაც და, – ნურც დამეკითხებით.

სველია ნაპირი, ზღვისპირა ქალაქთან,
ეს ღამეც იქნება (ჩემთვის ) ურჩი და უძილო,
დავუცდი სიცოცხლის ნაფეხურს კვალდაკვალ,
მივდივარ შორეთს და კვალს ვტოვებ ამაყად..

14.03.2019
/ მერაბ სალუქვაძე /
ყველა თემა წავშალე..სულელური ჯგუფი, რაღაც გაურკვეველი და ვტოვებ ახლავე..
– ნატვრა –

ნეტავ გათოვდეს
ათოვდეს
ამ ჩემს სამყაროს შავ სამოსელში..
არ იყოს ფიქრი,
არ იყოს დარდი
თმებშევერცხლილ თეთრ ჭაღარასთან..
მინდა ვილტვოდე, მოვრბოდე მუდამ
და შენთან შეხვედრის
ბედნიერ წუთებს ვითვლიდე..
გნატრობდე წამით!
დარში, ავდარში,
მხოლოდ ნეტარებით
შენს მკლავებში ვგრძნობდე
ყოველი ახალი დღის დაბადებას,
შვებას, სიცოცხლეს, ხვალინდელი დღის!
თბილი ოთახი,
თეთრი სიჩუმე..
გარეთ, ვისმენდე
ყვითელგულა ზამთრის ჩიტუნების
სევდიან, გალობა ფუსფუსს..
ყოველ დილით მაღვიძებდეს
ბახის, მოცარტის ტკბილი ჰანგები..
*
ნეტავ გათოვდეს
ათოვდეს
ამ ჩემს ფიქრებს,
თეთრ ფანჯრებთან..
და ყოველ ღამით სიზმრებში
გხედავდე ჩემს სარეცელთან,
მუხლმოდრეკილი
ახლოს მომღიმარი
თეთრ კაბაში ღიმილიანი,
მათრობდეს სიშორით
მონატრებულ
– ის ქალი –

მზემ სხივი ნაპირთან უეცრად დაღვარა,

აენთო ხვალინდელ სანთლების კელაპტრად,

სად არის ის ქალი რომელსაც დავეძებ!

სად არის ის ქუჩა სადღაც რომ გამქრალა..

გათენდა ერთი დღე ლამაზი თავნება,

ნისლებმა ეჭვები ღრუბლებში მოფანტა,

სად არის ის წვიმა რომელსაც შევნატრი!

ხვალინდელ იმედით სადღაც რომ ჩამქრალა..

აენთო ჭაღები ხვალინდელ სიცოცხლის,

შეხედე სინათლეს პეპლები ეხვევა,

ვინ არის ის ქალი ჩემთან რომ მოველი!

სიხარულს, სიყვარულს, ასე რომ მპირდება..

ერთხელაც, – უშენოდ მოვიდე იქნება,

ნუ იტყვი იცოდე რომ ჩემი ბრალია,

დამღალა ფიქრებმა ლოდინი სევდასთან,

ეს დღენიც უნაპირო მხოლოდ ხომ ჩვენია..

/ მერაბ სალიქვაძე /
– ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით –

სიძულვილი სიყვარულში აგრევია,
ნუთუ ვერ გრძნობ ისევ მე რომ გჭირდები?!
ჩამოგლიჯე მაგ სახესაც მელანქოლია,
უჩემოდ შენ ქალად ვერ გაიზრდები..
გეყვარები, ვიცი მუდამ გეყვარები,
გვირილებსაც მე ჩაგაწნავ მაგ თმებში,
მეყვარები სიკვდილამდე მეყვარები,
მარტო შენ კი ქალად ვერ აღიქმები..
განათდება, ეს მთა – ბარი დედამიწა,
ნათელს მოჰფენს ბოროტებას სიკეთე,
ერთი ღამის ჩახუტება ნეტარება,
ქალად გაქცევს დაიოკებ მაგ ნერვებს..
წავალთ ერთად, გავუყვებით მთის ბილიკებს,
წყაროს წყალსაც ერთად დავლევთ ნაკურთხევს,
ჩამოვჯდებით მაღლა შორეთს მღელვარებით,
მოვუყვებით ერთი ღამის სიბეცეს..
დაუბერავს შლეგი ქარი გაშმაგებით,
გადაგაძრობს მაგ თავშალსაც იცოდე,
გადაპენტავს ყველ გრძნობას ნაზი წვიმა,
მოინატრებ
– სულელი ნუში –

გამოიტყუა იანვარმა
სულელი ნუში,
თავდავიწყებით
აყვავდა ბაღში..
მერე კი ყინვამ
ერთ ღამეში გახადა კაბა
და ახლა,
ნდობადაკარგული
თავის თავს წყევლის..
მე კი ვდარდობ,
გაზაფხულის
ნამდვილ შემოსვლას,
რადგან ის ნუში
ვეღარასოდეს აყვავილდება...

/მერაბ სალუქვაძე /
რატომ არ იდება ჩემი პოეზია ჯგუფში?
იქნებ ამიხსნათ..
– წარსულის აჩრდილები –

გახუნდა მზერა,
მე გვიან მივხვდი
დაღლილი თვალით,
შენ სხვას შესცქერი
ჩამავალ მთვარის..
ღიმილით, ცქერით,
ყოველ დილით
მას უხმობ გვერდით..
ათბობ, ადიდებ,
Показать ещё