წლები გავა, ვერავინ გაიგებს რამდენად ძვირფასები არიან გოგონები რომელებმაც ღამეები სიმარტოვესთან და ბინძურ რეალობასთან ერთად გაათენეს. ბევრი ცისარტყელის ფერი დაიმსხვრევა ქალაქის თავზე, ბევრი ამინდი შეიცვლება. გოგონები წიგნებით ხელში, დაუმსახურებელი წარსულით და მძინარე სევდით თვალებში იდგებიან ნამდვილი ქალის სახელის უკან. ვერცერთ გადაჭრილ ვენას ვერ გაამთელებენ ბრმა მშობლები, ვერც მიზეზს გაიგებენ ოდესმე.