არაშენდა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის თემი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 690 მეტრი, გორიდან 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 681 კაცი.[1]
სოფელში დგას მთავარანგელოზისა და ფერისცვალების ეკლესიები.[2]