Фильтр
  • Класс
  • Класс
თარიღი: 28 ივლ, 2018

ქვეყანაზე ვისაც ვენდე, ყველამ ზურგში ჩამცა დანა.
მომატყუეს და ტყუილით გამიხადენ ფიქრი ავად.
აღარ მინდა მეტი ნდობა, აღარ მინდა მეტი მრწამსი,
ვეღარასდროს შევიყვარებ, ვერ ვიქნები აწი ლაღი.
ახლა მხლოდ მარტოობის ფრთას შემოვკრავ ფიანდაზად,
იმის შიში არ მექნება მიმატივებენო ახლა.
მოვა ფიქრი უდარდელა, გავიხარებ აწი მარად,
აღარავის არ დავუთმობ ჩემი გულის ნაპერწკალსაც.
ქარს გავატან ყოველივეს, ყველა ბიჭს და ყველა ვაჟკაც
თავსაც აღარ მოვიტყუებ, არ ვეწევი აწი სხვა გზას.
ჩემი ხსნა ხომ სიყვარულში არის უკვე დამარხული,
ახლა მხოლოდ ოცნებებით და ფიქრებით ვარ გართული.
აღარ მინდა შევიყვარო, ან ვინმეზე ცრემლი ვღვარო,
აწი მხოლოდ ჩემი თავი უნდა გავილაღ-ლამაზო.
ფიქრო უკვე წარსული ხარ და დაგტოვებ
ქრისტესი შობის დღე დგებაო
ქრისტე იშვა ბეთლემსაო.
ანგელოზები გალობენ
ქრისტე იშვა ბეთლემსაო.

ღვთისმშობელი მორჩენილა
ლოცვად გადაქცეულაო,
სირინოზები გალობენ
ქრისტე იშვა ბეთლემსაო.

ზეცად ვარსკვლავნი გაბრწყინდა
მოკაშკაშე, მოელვარე.
ქრისტე დაბადება გვამცნეს
გაინაბა ზეცაც ამ დღეს.

ქრისტეს შობის დღე თენდება
მოგილოცავთ ამ ლამაზ დღეს
ანგელოზები გალობენ
გიხაროდენ, გიხაროდენ.
Показать ещё