რაღაც დამთავრდა,
ვიგრძენი და გული მეტკინა,
მე შენს არჩევანს, ვერასოდეს,
გავიზიარებ,
ვიცი შენს გულში ტკივილი რომ
აბობოქრდება,
მაგრამ, ვერასდროს, მე ამ
ტკივილს, ვერ შევიფარებ,
მიყვარხარ, მაგრამ შენთან
ყოფნა უკვე არ მიღირს,
ჩემში კი შენი მონატრება აღარ
წრიალებს,
არ დაგიტოვებ, თან წავიღებ,
ჩვენს ლამაზ ზღაპარს,
ნისლიან გზაზე, ძველ
ფარდულში, დავაბინავებ,
ნუ დამიძახებ, აღარასდროს არ
მოვბრუნდები,
მსურს ვიმყოფინო, ის რაც უკვე
გადავიტანე,
შენი გულიდან ამომშალე,
მხოლოდ ამას გთხოვ,
რადგან, ეს ბრძოლა აღარ
მიღირს, გადავიღალე...