ეს გზები ვიწროა,
ვიწრო და მკრთალია,
მე მინდა გავფანტო
ზედმეტი ფერები,
მოვდივარ,
თან, ძალა მეცლება მარიამ,
იესოს უთხარი
მომხვიოს ხელები.
ჰაერი მინდა და
მაშინებს აღმართი,
ჟანგბადი აკლია
გამომშრალ სასულეს,
უფალო მოვდივარ,
ლოცვებად ამანთე,
საშენო სული ვარ,
არ მიმცე ავსულებს.
ამ გზაზე
იმდენი ავი და ბნელია,
შხამიან გველეშაპს
ვუმზერდე როდემდე,
უფალო,
უშენოდ საშინლად ძნელია,
უფალო,
უშენოდ სადამდე ვგოდებდე.
ეს გზები ვიწროა,
ვიწრო და საშიში,
აქ სმენას ახშობენ,
ბოროტი მწერები,
უფსკრული წამიღებს,
თუ ხელი გამიშვი,
უფალო,
მომხვიე დამთბარი ხელები.
ამაო სადარდელს
ცრემლივით გავაშრობ,
შენი გზის გარეშე,
არც რა მიხარია,
ცოცხალი სული ვარ