მე ვარ სულით და გულით ნამდვილი სოფლელი. მიყვარს სოფელი სადაც არ უნდა იყოს ვისიც არ უნდა იყოს. მიყვარს დილით ცვრიანი ბალახი, დაუხვეტავი ეზო და
, ქათმების კრიახი. ჭიშკართან საქოლნის ნეხვის სუნიც კი მიყვარს.
მიყვარს სეტკებზე ასული ლობიო, ალაგ ალაგ შემხმარი ფოთლები და დახუნძლული ლობიოს პარკებით. მიყვარს ჩემი სოფლის სასაფლაო. სადაც ისეთი სიმშვიდეა, ყოველთვის როცა მივდივარ იქ მშვიდდები და ვიცი რომ ოდესღაც აქ ჩემი სახლი იქნება. მიყვარს ზამთარში სიმინდის დაფშვნა, ფეჩის გვერდით მოკალათებულს.
მიყვარს როდესაც ვენახში გავალ და უკვე დაკრეფილ ვაზებზე შემორჩენილ მტევნებს
ვნახულობ, აი ყველაზე გემრიელი ისაა სწორედ. მამიდას გაკეთებული ფელამუში მიყვარს.
ბებიას გაკეთებული ნიორწვენი შემწვარი წიწილით და საცი