Фильтр
დარახტულ ცხენებს ასდით სიგიჟე
და ალმურები ედებათ ფიცხი
ო!რა სჯობია ჭენებას როცა
სულმოუთქმელად ვიღაცა გიცდის...
ქარვისფერია ჩემი მერანი
და გიშრისფერი თვალებით ელავს
სამყარო როგორც ვულკანის გული
მზის ხელისგულზე ძალუმად ფეთქავს...
მამრისეული მესმის ყიჟინი
ფლოქვებზე ცეცხლი ედებათ ცხენებს
და ჟინიანი ჩქეფა სისხლისა
ეტყობათ ტანზე დაბერილ ვენებს...
ველური სრბოლა თავგანწირული
გაოფლილ ტანზე აკრული ვნება
თუ სიყვარული არის ფინიში
მაშინ სიგიჟე არ დამთავრდება...
არ დამთავრდება გზა აჩრდილების
აღარ ექნება თავი და ბოლო
ნუღარ დაეძებ ქალს და მირაჟებს
შენ სიყვარული გიყვარდეს მხოლოდ...
დარახტულ ცხენებს ასდით სიგიჟე
და ალმურები ედებათ ფიცხი
ო!რა სჯობია ჭენებას როცა
სულმოუთქმელად ვიღაცა გიცდის.
წახვედი მთებში დავემალეო იფიქრე ალბათ
და იქ ნისლებში გაახვიე ღვთიური სახე
გადაგაფარა ჭიუხვებმა თავისი კალთა
პირბადესავით აგაფარა სახეზე მთვარე...
ამოვასკდები დასაპყრობად მიუვალ ხევებს
თან წამოვიღებ გახელებულ ამურის ისრებს
დავიკაპიწებ ძარღვ დაბერილ დაკუნთულ ხელებს
გავეჯიბრები სიყვარულზე მოგონილ მითებს.
ვერ დამემალე,სიყვარულმა აგაჩუხჩუხა
და წყაროსავით ჩამეღვარე მკერდის კალაპოტს
შენახარ ჩემი სიყვარული,სულის ჩუქურთმა
თუ გიღალატო ეშმაკებმა მაშინ დამლახვრონ
მთებს გამოგტაცებ ჩამოგიყვან ბარში ბილიკით
გზად ყველა დამხვდურს გადავჩეხავ ეჭვის კბოდეზე
აბჯარს დამიმსხვრევს საოცარი შენი ღიმილით
თან მოედები ყვავილებად ირგვლივ კორდებზე...
ჩემს ციხე კოშკში ანთებული ჩირაღდანები
აგიციმციმებს უსასრულო სიღრმეულ თვა
მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…
იცი,რა მიყვარს? - მიყვარს გაზაფხული,
მიყვარს გაზაფხულზე ატმის აფეთქება...
მიყვარს ატმის ფერი ტუჩის ჩაკოცვნა და
მერე მაგ ტუჩების ჩემებურად ქება.
მიყვარს შენი მკერდი,მკერდში გულის ცემა,
მიყვარს შენი კაბა ტანზე მორგებული...
მიყვარს ეგ ხელები,როცა მეფერები,
მიყვარს შენი ვნება ცეცხლად მოდებული.
იცი რა მიყვარს? მიყვარს ფოთოლცვენა,
შენთან ერთად მიყვარს ფოთლის შარი-შური.
მიყვარს შენთან ერთად ღამის გათენება...
შენი სუნთქვა მიყვარს ხან ჩქარი ხან ჩუმი.
იცი რა მიყვარს ან და რა არ მიყვარს?
იცი,როდის ვხდები მეფე უძლეველი?!
გახსოვს? უშენობით ერთხელ,რომ ავტირდი...
დღესაც თვალებია იმ ცრემლებით სველი.
იცი რა მიყვარს? -მიყვარს ეგ ტუჩები...
მიყვარს მაგ ტუჩების კოცნით გაბრუება.
ხან კი,რომ დაგკარგავ ისიც მსიამოვნ
ვერ მომიტანა შუქი აისმა,
გითხრა არასდროს არის გვიანი,
გულმა ვერაფრით გაითავისა,
ამდენი ყალბი ადამიანი.
რამდენი მსხვერპლი უნდა გაგვეღო,
რომ ჩვენს განთიადს შუქი რგებოდა,
მაინც რამდენ წელს უნდა გაევლო,
რომ ერთმანეთი მოგვნატრებოდა.
მე საკუთარმა თავმაც დამტოვა,
შორს უმზეობით მკვდარი მთებია...
ისე შორს ვარ და ისე მარტო ვარ,
ხან ჩემი თავის გამკვირვებია.
''კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს.''
/ ჩარლი ჩაპლინი
რა ხდება?
ქალი დაჰყურებს ქალაქს
ნეტა ვისით არს მთვრალი?
ვის ელოდება ნეტა
გზას რად გაცქერის ქალი?!
ვისი ხმა უნდა ესმას,
ვისი ხილვითა დატკბეს
მთვარე უკოცნის სახეს
გრძნობას მორცხვადა ავლენს.
მთვარევ უნათე გზები
ჩემსკენ მომავალ სატრფოს,
იმისი ეშხით ვიწვი
იმან დამარქვა ,,სათნო".
ვისთვის სიცოცხლედ ვღირვარ
ვისაც უმღერის გული,
ვინც ყვავილებს კრეფს ჩემთვის...
შენ ეს ყოველი უწყი.
რომ ერთად შევხვდეთ ისევ
შენით ნათენებ დილას,
მზე გაგვიღიმებს ისევ
სიყვარულს ვუმღერთ ყველა!
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ
"სიყვარულისთვის... აი ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა.ომია სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე , გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო. ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ყავს და არავინ , თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია , რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს. დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით , ბინძური თამაშია. სიყვარული კი წმინდაა,ისევე როგორც უფალი. სათუთია , როგორც თხელი შუშა.. თბილია,როგორც მზე და ნათელი როგორც ლურჯი ცა.ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული,რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს
Показать ещё