ფრანგული „პსჟ“-ს არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის...
მას შემდეგ, რაც პარიზული კლუბის რიგები ნეიმარმა და კილიან მბაპემ შეავსეს, არგენტინელ შემტევს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუწია, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედის.
დი მარია „პსჟ“-ში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანხელი კლუბის ხელმძღვანელობას წასვლაზე უკვე შეუთანხმდა და „პსჟ“ მას ტრანსფერზე დააყენებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის შეძენა „რეალს“ 40 მილიონ ევროდ შეეძლება.