ჰო, დავაშავე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როგორ,
ვიეჭვიანე რომ მიყვარდი მე უფრო მეტად.
ყველაფერს ვთმობდი, თუმცა მხოლოდ შენ ერთის გარდა,
შენ ერთის გარდა, სიცოცხლესაც დავთმობდი ალბათ.
ვერ ვითავისებ, ვერ ვიჯერებ რომ ჩემთან არ ხარ,
და როგორც ბავში ჩემს ფიქრებთან ჯიუტად ვდგავარ.
ჰო,დავაშავე, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები როგორ,
ხელს არ გიშვებდი, როცა უნდა გამეშვი ალბათ.
დგება დღე როცა, ყველაფერი უნდა დამთავრდეს,
და ეს გრძნობები უნდა დროის დინებას გაჰყვეს.
თითქოს გონება გებინდება გზებიც გერევა,
უნდა გაბედო და გაუშვა შენგან შორს ყველა,
როგორც ზღვა ისე რომ დაიწყებს ცხოვრება ღელვას.
მაშინ ჯობია დაელოდო ამინდებს ფერადს.
დამშვიდდებიან ზღვის ტალღები და ისევ მოვლენ,
მე კი ნაპირთან ველოდები ვით დამნა