"შენ რომ ყველაფერში მე დამემორჩილო,ღმერთი დაგსჯის იცოდე.რასაც არ უნდა ვამბობდე,იქნებ მე რისთვის ვამბობ?გამოიძიე,ტვინი გაანძრიე და ისე მოიქეცი!"
-მალხაზ ჩემზე დიდ სისულელეებს ანტიქრისტე იტყვის?
-რატომ მეუბნები,მამაო,ამას?
-აბა ქრისტიანებს ტვინის განძრევა აღარ უნდათ,ისე ხომ მაგარ ფანტასტიკურ რაღაცეებს ვყვები?
-მამაო,ვიღაცა რომ ვერ იგებს და დაბრკოლდეს,რომ დაგიჯერონ ყველაფერი?
-ნუ გეშინია მალხაზ,მაგათი ტვინი მე ხელში მიჭირავს.კაცს ყველაფერზე უნდა ესაუბრო მრავალფეროვნად და ყველა თავისას აიღებს,რაც სჭირდება.
-მამა ნიკოლოზ,ამ სისულელეებს რომ ამბობ,ვუთხარი ღიმილით (ახლა ვფიქრობ,რამ მაკითხინა,როგორ გავუბედე)შენგან ხომ მივდივარ,გული მაინც შენსკენ მომიწევს და რატომაა ასე?
-იმიტომ,რომ ნატანჯი ვარ და რა