მოგესალმებით მეგობრებო!
როგორ ფიქრობ, რა არის წარმატების საიდუმლო ნებისმიერ საქმეში? რატომ აღწევენ ერთნი წარმატებას, მაშინ როცა დანარჩენები წინასწარ მარცხისთვის არიან განწირულები? რა განსხვავებაა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის? პასუხი ცალსახაა – ეს არის ლიდერობა. სხვაობა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის, სწორედ იმაშია, აქვს თუ არა მას ლიდერული თვისებები. ხოლო, ეს თვისებები შეუძლებელია, რომ თავისით დაგემართოს. ლიდერობა მხოლოდ ცნობიერ-ნებელობითი ძალისხმევის შედეგად ვითარდება, რადგანაც ის პოტენციურად თითოეულ ადამიანშია.
როგორ ფიქრობ, რა არის ლიდერობა?
საზოგადოებაში საკმაოდ სტერეოტიპული და ილუზორული ხედვა არსებობს ლიდერობასთან დაკავშირებით. ადამიანები ლიდერობის ასოცირებას