შენგელიების გერბი: ფრანგული ფარი ვერცხლის (მარგალიტისფერი) სწორი ჯვრითაა გადაკვეთილი, ფარის პირველ მეოთხედზე, ოქროს ველზე ძევს "შენგელიათა მზე ბორჯღალი ", მეწამული ფერისა. ბორჯღალი შედგენილია 9 ცალი ნუსხური ანბანის ასოთი "შ" *** სათაო ასოთი. ბორჯღალში კომპოზიციურად კოდირებულია შენგელიათა გვარის დალოცვა: "შემქმნელო, შემოქმედო, შენ შეიწყალე შენგელიები, შეუნდე შეცოდებანი, შეეწიე შვიდგზის". ბორჯღალი სიმბოლოა მარადიული ენერგიისა და სინათლისა.
ფარის მეორე და მეოთხე მეოთხედში დუბლირების პრინციპით, გამოსახულია ერთმანეთის პირისპირ მიპყრობილი, მეწამულ ველზე მდგომი ოქროს ლომები, რომელთაც ხელთ უპყრიათ სევადი გონიო- ქართული სიმბოლო აღმშენებლობისა. ლომების დუბლირების პრინციპი ხაზს უსვამს შენგელიათა გვა