ხანდახან მომენატრები ხოლმე...არა ხანდახან კი არა, ყოველთვის....
იცი? ბავშვობაში დღიურებს ვწერდი, და იქაც შენ გწერდი, ასე მეგონა სადღაც ახლოს, ჩემს გვერდით არსებობდი, მისმენდი, ზრუნავდი და ცხოვრებს მიადვილებდი. გწერდი წერილებს, თუმცა ვიცოდი, ვერასდროს წიკითხავდი. შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის, ჩემი სახლი სავსე იყო შენით, დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი გამოგონილი სამყაროთი, სადაც მე პატარა გოგონა ვიყავი, ვცხოვრობდი ერთ პატარა და მყუდრო სახლში, ღამე ვარსკვლავიანი ცას და მთვარეს ვესაუბრებოდი, შენ კი იქვე იყავი და აღარ მეშინოდა.
მერე გავიზარდე, ცხოვრება ბევრად უფრო მკაცრი და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნაწილ ნაწილ დაიშალა ჩემი ოცნების სასახლე და ნანგრევებად იქცა, შენ კი მაინც დარჩი, ჩემ