ციცავ ერთიც დიმიდინგლე, ერთი შანსი მომე კიდევ, ხულოში რაც ყვავილია, შენ გაჩუქებ იმას ბითევ. ციცავ ერთიც დიმიდინგლე, ერთი შანსი მომე კიდო, არ ვითხოვ,რომ საჩუქრები, ან მზითვი,რომ გაიდიდო. ციცავ ერთი დიმიყურე, რას გპირდები, სად წაგიყვან, ხულო-ხულო გარონიებ, ბეშუმ-გორასაც აგიყვან. მწვანე ტბიდან წავალთ მემრე და ჯანჯღნარშიც გადაგიყვან. არ შეშინდე იქ არ გტოვებ ბათუმ ქალაქს ჩამოგიყვან. ციცავ ამფერი ვინა ხარ, დამაწერიე ლექსები, რას ქიბრობ ერთი ვიცოდე, მაინც უარს, რომ მებნევი. რა გინდა ქალო მითხარი, არ მომყვები შენი ნებით? აგწევ მხარზე შიგისვამ და მოგიტაცებ ვალინკებით!